09:19 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 17:10:07, 1817 ნახვა

ეკონომიკა
მაია ზავრაშვილი: წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობა 600%-ით არის გაზრდილი

პროგრამის „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" სასარგებლო წიაღისეულის ახალი კომპონენტის დაანონსებიდან დღემდე საბადოების რუკა, რომელიც წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია ზავრაშვილის განცხადებით, შემოსულ მომხმარებლებს შორის საქართველოს გარდა, მაღალი აქტივობა ფიქსირდება ამერიკიდან, ირლანდიიდან და თურქეთიდან.

„მისასალმებელია, რომ პროგრამის დაანონსებიდან ასევე  მაღალი აქტივობა ფიქსირდება საიტზე, რომლის ვიზიტორთა  რაოდენობა თითქმის 600%-ით არის გაზრდილი.  ეს ნიშნავს, რომ პროგრამის მიმართ ინტერესი მაღალია და ბიზნესი დაინტერესებულია წიაღისეულის სექტორში ინვესტირებით", - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მასშტაბური პროექტი პროგრამის „100 საინვესტიციო შეთვაზება ბიზნესს" ფარგლებში ხორციელდება. პროექტისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა კომერციულად მიმზიდველი 100 საბადო. პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება თანაბარი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics