|
2020-02-17 17:06:35, 1482 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
„თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ბიზნეს და ეკონომიკის თემებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებთან 2019 წელი შეაჯამა და ჟურნალისტებს გასული წლის განმავლობაში თიბისის მიღწევებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ვახტანგ ბუცხრიკიძემ შეხვედრაზე თიბისის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. შეხვედრის ძირითად თემებს 2019 წელს თიბისის ფინანსური მაჩვენებლები, საერთაშორისო ექსპანსია - აზერბაიჯანის და უზბეკეთის ბაზრებზე გასვლა, ეკოსისტემები, კომპანიის ეჯაილ ტრანსფორმაცია და სამომავლო გეგმები წარმოადგენდა. ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს თიბისის ახალი სტრატეგიის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რაც მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებას გულისხმობს. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ვახტანგ ბუცხრიკიძისგან პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიებას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანიც ესწრებოდა. მსგავსი ფორმატის შეხვედრებს თიბისი მედიის წარმომადგენლებთან მუდმივად მართავს და მის მიზანს ჟურნალისტებისთვის ანგარიშის ჩაბარება და მათთვის საინტერესო თემებზე ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)