|
2020-02-17 15:47:38, 2143 ნახვა
სამართალი
ყალბი 500-ევროიანების გასაღებისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე ე.მ., ხოლო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გასაღების მიზნით, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა და შენახვის ფაქტზე ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადასტურდა, რომ უკრაინის მოქალაქეებმა ა.ა.-მ და ე.მ.-მ წინასწარი შეთანხმებით შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინეს და ინახავდნენ 20 ცალ ყალბ 500 ევროიან კუპიურას. „2019 წლის 15 მაისს, ე.მ.-მ, ქ. თბილისში, ოთხ სხვადასხვა სავალუტო ჯიხურში, მოლარეებზე გაასაღა ორ-ორი ცალი ყალბი 500 ევროიანი კუპიურა, რაც ამოღებულია. ხოლო იმავე დღეს ჩატარებული ე.მ.-ს პირადი ჩხრეკისას დამატებით ამოღებულია კიდევ ორი ცალი ყალბი 500 ევროიანი კუპიურა. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ა.ა.-მ შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინა და 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით ინახავდა 10 ცალ ყალბ 500 ევროიან კუპიურას. სამართალდამცველების მიერ საერთო ჯამში ამოღებულ იქნა 10 000 ევროს ოდენობის 20 ცალი ყალბი 500 ევროიანი კუპიურა. სამართალდამცველებმა ე.მ. და ა.ა. 2019 წლის 15 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. ე.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (4 ეპიზოდი)), ხოლო ა.ა.-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ყალბი ვალუტის შეძენა და შენახვა გასაღების მიზნით, დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.მ. და ა.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ორივეს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)