13:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 13:48:15, 996 ნახვა

საზოგადოება
ბექა ნაცვლიშვილი: რეგულაციები მნიშვნელოვანია, რათა საბაზისო დონეზე მოწესრიგდეს ურთიერთობები დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის

პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა, მის მიერ მომზადებულ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოწესრიგდება ზეგანაკვეთური და ღამის შრომის ანაზღაურება, დამსაქმებელს დაეკისრება სამუშაო დროის აღრიცხვის ვალდებულება, მოხდება არასრულწლოვანთა შრომის რეგლამენტირება და ცვლებს შორის შესვენების ხანგრძლივობის განსაზღვრა.

კანონპროექტის მიზანია სამუშაო დროის ხანგრძლივობის, დასვენებისა და შესვენების დროებში ცვლილებების შეტანის საფუძველზე, საქართველოს მიერ დასაქმებულთა დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების განხორციელება.

„დასაქმების ადგილი არის ადგილი, სადაც ჩვენი ცხოვრების ნახევარზე მეტს ვატარებთ. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაციები მნიშვნელოვანია, რადგან მათ საფუძველზე დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობები საბაზისო დონეზე მოწესრიგდება", - აღნიშნა მან.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, კანონპროექტზე იმუშავა თითქმის ყველა დარგის წარმომადგენელმა, აქედან გამომდინარე, საკითხზე მუშაობისას მაქსიმალურად მოხდა მათი სურვილების, საჭიროებების, სპეციფიკაციისა და მოსაზრებების გათვალისწინება.

პარლამენტის წევრის განმარტებით, ამჟამად კანონპროექტის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასკვნაში მხლოდ ერთი შენიშვნაა წარმოდგენილი, ამიტომ იმედოვნებს, რომ აღნიშნული კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics