09:54 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 13:19:01, 1548 ნახვა

ეკონომიკა
ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS)  მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა. პროექტის ხელმძღვანელმა, დრაგან ანგელოვსკიმ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა  და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS)  პროექტის ფარგლებში, სამოქმედო გეგმა 2025 წლამდეა გაწერილი.

მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ხაზი გაუსვა  ცხოველთა იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბებაში დონორი ორგანიზაციების ჩართულობის და მხარდაჭერის მნიშვნელობას, რაც მიკვლევადობას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას უწყობს ხელს. 

2019 წელს, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებულია 785 506 სული მსხვილფეხა და  წვრილფეხა პირუტყვი.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და დონორი ორგანიზაციების - სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) - წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics