13:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 12:52:44, 1401 ნახვა

საზოგადოება
ინვესტორი თბილისის მერიას, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად, რესტორნის აღდგენას სთავაზობს

ინვესტორი თბილისის მერიას, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად, 1958 წელს აშენებული რესტორან „ბუდაპეშტის“, ისტორიული ფასადის შესაბამისად, აღდგენას სთავაზობს.

კომპანიის წარმომადგენლის, გოგა ზაქაიძის განცხადებით, ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ვაკის პარკის ტერიტორიის აღდგენისა და რეაბილიტაცის საქმეში.

„მრავალწლიანი სასამართლო პროცესების მიუხედავად, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობასთან დაკავშირებით, მაინც გვინდა მივმართოთ ქალაქ თბილისის მერიას კომპრომისული ინიციატივით, რომლის შედეგადაც ამ ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება.

ჩვენ ყველამ ვიხილეთ მერიის პრეზენტაცია ვაკის პარკის ისტორიული კასკადის რეაბილიტაცია-აღდგენასთან დაკავშირებით და ჩვენც გვინდა მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. ამ პროცესიდან გამომდინარე, ვთავაზობთ აღვადგინოთ ისტორიული შენობა, რომელიც 1958 წლიდან იდგა ამ ტერიტორიაზე, ზუსტად იგივე სიმაღლის და ზუსტად იგივე ფასადით. ეს რესტორანი 70 წლის განმავლობაში იყო თბილისელების შეკრების ადგილი და არავის არ აწუხებდა, პირიქით, იყო კოლორიტული ადგილი, სადაც თბილისელები იკრიბებოდნენ.

ჩვენ ამ ინიციატივით გვინდა განვაცხადოთ თანხმობა და დავუბრუნდეთ ქალაქ თბილისის მერის შემოთავაზებას და ინიციატივას, რომ აღდგენილიყო ისტორიული შენობა ნაგებობა, რესტორანი „ბუდაპეშტის“ სახით. ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ქალაქ თბილისის მერიას შეთანხმება რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ჩვენ ვართ მზად, მივიღოთ მონაწილეობა ვაკის პარკის ტერიტორიის აღდგენასა და რეაბილიტაციაში“, – განაცხადა გოგა ზაქაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics