13:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 11:42:26, 1080 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად, ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტია აქციას გამართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საპროტესტო აქციას სახელწოდებით “სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს” დღეს 16:00 საათზე გამართავს.

როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს გააპროტესტებენ.

ცნობისთვის, 2019 წლის 22 ნოემბერს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ ტელევიზიის თანამშრომლები გამოთქვამდნენ ეჭვებს, რომ ახალი დირექტორი ხელისუფლების დავალებით მათი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოისურვებდა.

„ყოველივე ზემოთჩამოთვლილი ცხადყოფს, რომ ტელევიზიის დირექტორი, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ დაკომპლექტებულმა მრჩევლებმა დანიშნეს, ყველაფერს აკეთებს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფისა და კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე, სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პოლიტიკურ ძალას - "ქართულ ოცნებას" და მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის ტელევიზიდან დათხოვნა.

ქარტია მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია ძვირფასია, შემოუერთდეს ორშაბათს 16:00 საათზე პარლამენთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას“, - განაცხადეს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“.

შეგახსენებთ, რომ "აჭარის ტელევიზიის" ხარდამჭერი აქცია გუშინ ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics