|
2015-07-31 12:49:37, 713 ნახვა
საზოგადოება
რეგიონებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი განხორციელდება
რეგიონებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი „ოფენნეტი“ განახორციელებს, -ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, პროექტის ფარგლებში 2 000-მდე დასახლებული პუნქტი დაიფარება. ამასთან, ქაშიბაძის მტკიცებით, მთავრობა საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების მაგალითს გამოიყენებს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მოსახლეობას მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი დაბალ ფასად მიაწოდოს. "პროექტის განსახორციელებლად მთავრობა საუკეთესო პრაქტიკას გამოიყენებს, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მოსახლეობას დაბალ ფასად მიაწოდოს. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ლიტვაა. ამ ქვეყანაში ინტერნეტიზაციის მაღალი მაჩვენებლის მისაღწევად, სახელმწიფო კომპანია შეიქმნა, რომელმაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა იქ შექმნა, სადაც ოპერატორებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდება დაგეგმილი არ ჰქონდათ. ლიტვის სახელმწიფო ოპერატორმა ქვეყანას საშუალება მისცა, ბაზარზე კონკურენცია ამაღლებულიყო და ახალი, მცირე და საშუალო პროვაიდერები გაჩენილიყო. მსგავსი მოდელით ინტერნეტქსელი ბევრ ქვეყანაში ვითრდება“, -- განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ და აქვე დასძინა, რომ საქართველოში შსაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის შექმნილია არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი „ოფენნეტი“, რომელიც აღნიშნულ პროექტს განახორციელებს. „ოფენნეტი“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირებს და მაღალსიჩქარიან ინტერნეტინფასტრუქტურას მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარებს.
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)