|
2020-02-16 11:14:36, 1874 ნახვა
საზოგადოება
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით რეგიონული შეხვედრა კახეთის რეგიონში ჩატარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება. შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს. კახეთის რეგიონის თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა ყვარელში ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა მიმართეს. ილია თამარაშვილმა სახელმწიფო პროგრამების შესახებ ფერმერთა ინფორმირებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით პროგრამები სოფლად დამატებითი ღირებულებების შექმნას, სამუშაო ადგილების გაჩენას და შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ, 2019 წელს, ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, კახეთის რეგიონში არაერთი მიზნობრივი პროგრამა განხორციელდა, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს, ანაზღაურებულმა თანხამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს.
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)