2015-07-31 10:55:17, 473 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულება ძალაში შევიდა
რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა.
ინფორმაციას ე.წ. დოკუმენტის რატიფიკაციის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რწმუნებათა სიგელები ერთმანეთს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ელჩებმა გაცვალეს.
ცნობისთვის, მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მარტში მოაწერეს ხელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან