|
2015-07-31 10:29:31, 967 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ქუთაისის სამხედრო ბაზებს ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო ბაზებზე ტური იმერეთის რეგიონში სტუმრობით გააგრძელა. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კოპიტნარში, საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ქვედანაყოფი მოინახულეს. თინათინ ხიდაშელმა ტელერეპორტიორებთან ერთად სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ბაზის შეიარაღებას გაეცნო. კოპიტნარში ვიზიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრი დასავლეთ სარდლობის მეთაურ პოლკოვნიკ მიხეილ სადუნიშვილთან ერთად III ქვეით ბრიგადას ესტუმრა. ქუთაისის ბაზაზე თინათინ ხიდაშელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს შეხვდა, შემდეგ კი დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სიმონეთის პოლიგონზე გადაინაცვლეს, სადაც ჟურნალისტებთან ერთად ტანკსაწინააღმდეგო სწავლებას დააკვირდნენ. საბრძოლო სროლების დასრულებისთანავე სტუმრებისთვის ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება „კონტაქტზე რეაგირება“ მოეწყო. „ეს სწავლება სპეციალურად ჟურნალისტებისთვის დაიგეგმა, რათა გენახათ თუ რა ტიპის სწავლებებში არიან ჩართული ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები რეგულარულად. ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო. ჩვენი ჯარისკაცების მზადყოფნის დონე პირველ რიგში ასეთი სწავლებებით მოწმდება. ისინი ბუნებრივია იღებენ შენიშვნებს არსებობის შემთხვევაში და უფრო აუმჯობესებენ საკუთარ ტექნიკას. ჩვენი ჯარით და მისი მზადყოფნით ყველა აღფრთოვანებულია. ორიგინალურები არ ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ ამ ბიჭებს ერთადერთი რაც აკლიათ არის სრულყოფილი ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური ხელშეწყობა, რათა მათი შესაძლებლობა იყოს მაქსიმალურად რეალიზებული იმ თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, რასაც 21-ე საუკუნე გვთავაზობს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრმა III ქვეით ბრიგადაში არსებული მდგომარეობაც შეაფასა. მისი განცხადებით, პრობლემები მრავალი წლის განმავლობაში დაგროვდა და მათ მოსაგვარებლად ფინანსური რესურსია საჭირო. „კოპიტნარში ნამდვილად ძალიან მძიმე ვითარებაა. სამწუხაროდ სხვა ბაზებზეც ანალოგიური, ან უფრო ცუდი სიტუაცია შეიძლება ნახოთ. დღეს ქუთაისის III ბრიგადაში ვიყავით და სამზარეულოს კვების ბლოკში კატასტროფული მდგომარეობაა. პირველ რიგში, სწორედ, მათ უნდა დავეხმაროთ და ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ“, - აღნიშნა მინისტრმა. თინათინ ხიდაშელმა ყურადღება საჰაერო თავდაცვაში არსებულ მდგომარეობასა და პერსპექტივებზეც გაამახვილა: „ხელშეკრულება ხელმოწერილია და დღეს მთავრობის სხდომაზე ფინანსური ნაწილიც დამტკიცდა. შესაბამისად, გეგმით როგორც იყო გათვალისწინებული, დავიწყებთ შესყიდვებს და პირველ ეტაპზე შესაბამისი კონტინგენტს ტრენინგებზე გავგზავნით. ასევე, ფრანგები ჩამოვლენ საქართველოში ჩვენი სამხედროების მოსამზადებლად. თანდათანობით გავაუმჯობესებთ სხვაობას ძველი ხელშეკრულებების ვერსიებსა და იმას შორის, რასაც ხელი მოეწერა. მთავარია ჩვენი ამოცანა შევცვალეთ და თავდაცვის სამინისტროს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ გენერალურ შტაბთან ერთად დავისახეთ, მათთან კონსულტაციით და მათი რჩევით, რომ ერთი სეგმენტი მთლიანად დაგვესრულებინა.“
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)