09:36 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-14 14:20:20, 1823 ნახვა

კომენტარი
ჭიჭინაძე - ხელისუფლებას ჰგონია, რომ ლობისტური კომპანიებიც გაიყიდებიან ფულზე, ივანიშვილის სასარგებლოდ

„ჰგონიათ, როგორც აქ ესენი იყიდებიან ფულზე ივანიშვილის სასაგრებლოდ, მსოფლიოც ასევე ფულზე გაიყიდება“, - ასე შეაფასა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ „ქართული ოცნების“ მიერ ახალი ლობისტური კომპანიის დაქირავება.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ნორმებში არ ჯდება სასამართლოს დამოუკიდებლობა, არაფორმალური მმართველობა, ლობისტური კომპანიები კი ამას ითხოვენ.

„სასამართლოს დამოუკიდებლობა ქვეყანაში, სასამართლოს პოლიტიკური მიზნით გამოყენება , არაფორმალური მმართველობა, ეს ყველაფერი  არ ჯდება იმ ნორმებში, რომელ ნორმებშიც თხოულობს „ოცნება“, რომ ლობისტურმა კომპანიებმა ჩასვას.

და რაც არ უნდა ფული გადაიხადონ, თუ  ღირებულებებში აცდენაა, არაფერი გამოვა, რადგან დემოკრატიულ მსოფლიოს   თავისი მკაცრად დადგენილი წესები აქვს.

მოკლედ, „ოცნებაც“ და მანამდეც „ნაცებიც“,  საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავდნენ ბიუჯეტიდან ამ ლობისტურ კომპანიებზე და იმიჯის გაუმჯობესებაზე. გარკვეულ ეტაპამდე ეს მუშაობდა კიდეც ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებთ, „ოცნების“ ხელისუფლებამ, პროდასავლურობის  და დემოკრატიის დეკლარირებასაც კი დაანება თავი. ანუ, როდესაც ქვეყნის შიგნით იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უკვე ჩვენს პარტნიორებს უქმნის უხერხულობას,  შედეგიც შეასაბამისი დადგა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics