|
2020-02-14 12:46:25, 857 ნახვა
საზოგადოება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს. რეაბილიტაცია უტარდება თბილისის წყალსაცავის პატარა ზღვის წყალმიმღებ კვანძს და არხს. პროექტის ფარგლებში გაიწმინდა შემოვლითი არხი; გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარდა წყალმიმღები კოშკის გვირაბს და გალერეას; გადაიხურა და ფილებით მოპირკეთდა გალერეა; გალერეის გასწვრის ნაპირები მოპირკეთდა რკინაბეტონის ფილებით. სამუშაოები, რომელიც დასრულების ეტაპზეა კომპანიამ საკუთარი ძალებით 2019 წლის ნოემბერში დაიწყო. ჩატარებული სამუშაოები ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალურ არხში წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. შედეგად, ქვემო ქართლში, 6000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას. პროექტის ღირებულებაა 338 ათასი ლარი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)