11:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 22:35:05, 1165 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ისნის და სამგორის რაიონებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ნინო ლაცაბიძესა და ქეთევან მამულაშვილთან ერთად, ისნის და სამგორის რაიონებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა.

სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მოინახულა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.  ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სტრატეგიის პროექტიც გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics