|
2020-02-13 22:20:51, 9428 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე რეზოლუცია ჩავარდა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე რეზოლუცია ჩავარდა. ევროპარლამენტარები, ქართული ოპოზიცია და "ქართული ოცნება" საერთო ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართული ოცნების მიერ მომზადებული დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში ევროპარლამენტარებმა უპრეცედენტოდ ბევრი, 40-მდე შესწორება შეიტანეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ევროპარლამენტი თვლის, რომ საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება. „გაიმარჯვა დემოკრატიამ. ტექსტი საერთოდ არ მიიღო ევროპარლამენტმა. ეს ხდება პირველად, რაც არსებობს ეს კომიტეტი. არანაირი დეკლარაცია არ იქნება დღეს ევროპარლამენტში, რადგან ევროპარლამენტი არ იზიარებს იმ პოზიციებს, რასაც ქართული ოცნება ცდილობს, რომ თავს მოახვიოს. ევროპარლამენტი თვლის, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები, ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულება, არჩევნები არის ფაქტიურად გაუქმებული და საქართველოს და ევროპარლამენტის ურთიერთობების ისტორიაში თუ არ ვცდები პირველად, რომ თანამშრომლობის კომიტეტმა ტექსტი საერთოდ არ მიიღო. ეს არის ძალიან ნათელი მაგალით იმის, თუ სად მიდის ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. რის ჩაწერასაც რეზოლუციაში ევროპარლამენტარების ნაწილი და ქართული ოპოზიცია ითხოვდა, "ქართული ოცნების" წევრები ტყუილს უწოდებენ. დავით სონღულაშვილმა, რომელიც მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ტექსტის ერთ-ერთი ავტორია, რეზოლუციის პროექტის ჩაგდებას "ძალიან სამწუხაროს" უწოდებს. ძალიან სამწუხაროა, რომ საბოლოო რეზოლუცია მხარდაჭერილი არ იყო. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში განიხილება როგორც წარმატებები, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები. ერთი რამ, რაც პრინციპული და მნიშვნელოვანია და რაც ძალიან უხარია ოპოზიციას - დღევანდელი რეზოლუციის ჩავარდნა, ეს არ არის რომელიმე პარტიის წარუმატებლობა, ეს არის ქვეყნის წარუმატებლობა. ის ძალისხმევა, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის „გაშავებისთვის“ და ქვეყნის უკანსვლისთვის ხარჯავს ანტისახელმწიფოებრივია", - თქვა სონღლაშვილმა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)