|
2015-07-30 20:11:47, 338 ნახვა
პოლიტიკა
დავით დონდუა პროგრამა CAPSTONE-ის დელეგაციის წევრებს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა პროგრამა CAPSTONE-ის მონაწილეებს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით დონდუამ მოკლედ მიმოიხილა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობები და უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია ქვეყანასა და რეგიონში, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და რეგიონული უსაფრთხოების სხვა საკითხებს. ცნობისთვის, პროგრამა CAPSTONE-ში აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობენ. CAPSTONE წლებია რეგულარულად სტუმრობს საქართველოს და მისი მიზანია საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესწავლა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)