09:36 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 15:39:38, 1608 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი ფაქტების შემსწავლელ მისიაზე - დარწმუნდებიან, რომ უგულავას დაკავება მოხდა პოლიტიკურად ცხელ, დაძაბულ, მძიმე ფონზე

„დარწმუნდებიან იმაში, რომ გიგი უგულავას დაკავება მოხდა პოლიტიკურად ძალიან ცხელ, დაძაბულ, მძიმე ფონზე“, - ასე ეხმაურება პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნის საკითხს.

მისი თქმით, ხელისუფლება ამ დასკვნაში,  სამართლებრივი და პოლიტიკური  თავლსაზრისით, დიდად სახარბიელოს არაფერს არ უნდა ელოდეს.

„რას აღმოაჩენენ ეს ექსპერტები, რომ ჩამოვლენ, აღმოაჩენენ იმას, რომ კაცმა, რომელმაც პროკურატურიდან მიმართა და დამატებითი სასჯელი მოითხოვა უგულავასთვის, შემდგომ მოსამართლის მანტიით დახვდა ამ საქმეს. დარწმუნდებიან იმაში, რომ ეს ყველაფერი მოხდა პოლიტიკურად ძალიან ცხელ, დაძაბულ, მძიმე ფონზე. ასე რომ დიდად სახარბიელოს არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად ამ დასკვნაში ხელისუფლება არ უნდა ელოდოს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტართა მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია შეიქმნება, რომელიც ამ საქმეს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics