2020-02-13 10:14:21, 787 ნახვა
საზოგადოება
ქედა-ხულოს მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ37-კმ80 (ქედა-ხულო) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),