2020-02-12 18:19:45, 1868 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო უწყება - შეშფოთებით ვადევნებთ თვალს გიგი უგულავასადმი გამოტანილ განაჩენს
„შეშფოთებულები ვადევნებთ თვალყურს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს“, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გარემოებები, რომელიც ამ ვერდიქტს ახლავს თან, ვერ შეუწყობს ხელს პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას.
„ჩვენ შეშფოთებულები ვადევნებთ თვალყურს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს. ამ ვერდიქტის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციაზე, რაც საჭიროა ქვეყნისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან