11:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 16:40:19, 1263 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონის გამგეობა სტურუას ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს

სამგორის რაიონის გამგეობა სტურუას ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ლილოს დასახლებაში მდებარე ცენტრალურ ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა 14 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. ცენტრალურ გზასთან ერთად,  მოწესრიგდება ის მიმდებარე ეზოები, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.

სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ხაბარელთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.

ამ ეტაპზე, ქუჩის ნაწილზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაგებულია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, განთავსდება შესაბამისი ნიშნები და ჩატარდება საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები.

პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 750 000 ლარია, აპრილის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „სკინჩი“ ახორციელებს.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, სტურუას ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, სრულად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა და რეაბილიტირდა წყალარინების ქსელი.   





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics