|
2020-02-12 13:55:29, 1826 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე მდინარაძის განცხადებაზე - უნდათ საერთაშორისო პარტნიორების მძაფრი კრიტიკა შეანელონ და მოლაპარაკებების იმიტაციას ქმნიან
„ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ უნდა საერთაშორისო პარტნიორების მძაფრი კრიტიკა რაღაც ფორმით შეანელოს და ქმნიან კვლავ მოლაპარაკებების იმიტაციას“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას „ტვ პირველთან“ საუბრისას. მისი თქმით, ეს არის დროის უშედეგო გაწელვა და თვალში ნაცრის შეყრა, როგორც ქართველი ამომრჩევლის, ასევე საერთაშორისო პარტნიორებისათვის. „ძალიან თავხედური და ცინიკური იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადება. როგორ შეიძლება გულწრფელი იყოს ხელისუფლება დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით, როდესაც დიალოგის მონაწილეს იჭერენ. ეს არის უშედეგო დროის გაწელვა, თვალში ნაცრის შეყრა, როგორც ქართველი ამომრჩევლის, ასევე საერთაშორისო პარტნიორებისათვის. ახლა უნდათ ეს ძალიან მძაფრი კრიტიკა, რომელიც მოდის ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისაგან რაღაც ფორმით შეანელონ და ქმნიან კვლავ მოლაპარაკებების იმიტაციას. არასდროს „ქართული ოცნება“ არ წავა დათმობაზე და ამ საკენკს არავინ არ აკენკავს. არ უნდა „ქართულ ოცნებას“ დიალოგი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა, რომელზეც ოპონენტებს კვლავ მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)