10:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 15:01:36, 1489 ნახვა

კომენტარი
უგულავას ადვოკატი - ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დიდხანს ვერ იქნება ძალაში

 „ეს უსამართლო, პოლიტიკური გადაწყვეტილება დიდხანს ვერ იქნება ძალაში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

ბასილაიამ უგულავა მოინახულა და აღნიშნა, რომ ის არის მხნედ და უმსგავსობას, რაც ივანიშვილის მანტიამოსხმულმა ჯამბაზებმა ჩაიდინეს, აუცილებლად მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასებები.

 „გიგი არის ძალიან მხნედ და ის უმსგავსობა, რაც თადუმაძემ, გაბინაშვილმა, შავლიაშვილმა, ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმულმა ჯამბაზებმა ჩაიდინეს, ამას აუცილებლად მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ვისაუბრეთ, რომ ამ საქმეს აუცილებლად გავასაჩივრებთ, გიგის ვერ გატეხავენ. ორი წელი და შვიდი თვე ჩვენ გვახსოვს გიგი იმყოფებოდა ამავე ციხეში, იხდიდა სრულიდ უსამართლო სასჯელს და დღევანდელი მოცემულობით, ეს უსამართლო გადაწყვეტილება დიდხანს ვერ იქნება ძალაში, რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვფიქრობ, სამართლებრივად არც ისე შორეულ მომავალში გაეცემა შესაბამისი პასუხი”, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics