10:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 10:59:48, 1320 ნახვა

საზოგადოება
გოდერძი ჩოხელისა და ნესტან-დარეჯანის ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

„დიდ დიღომში, გოდერძი ჩოხელისა და ნესტან-დარეჯანის ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ ვიდეოდიალოგის დროს დასმული ერთ-ერთი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე, 7 109 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი  საფარი დაიგება.

„დიდ დიღომში ქაოტური განაშენიანების გამო, ძალიან ბევრი გამოწვევა დაგვხდა.  გასულ წელს, კერძო დასახლებაში რვა ქუჩა მოწესრიგდა. აღნიშნულ ქუჩებზე რთული მდგომარეობა იყო და მოსახლეობას გრუნტის გზაზე გადაადგილება უწევდა. ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები ნესტან-დარეჯანისა და ჩოხელის ქუჩებზე მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, იან ჰომერისა და დანიბეგაშვილის ქუჩების რეაბილიტაციას დავიწყებთ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

ამ დროისთვის, ჩოხელის ქუჩაზე, 317 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც, 1 690 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 868 276 ლარი დაიხარჯება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics