05:53 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 16:07:45, 343 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ეროვნულ ბანკზე ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები აშკარად  პოლიტიკურად მოტივირებულია.

მისივე თქმით, განცხადებების მიუხედავად, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, პარლამენტში კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი ამ დრომდე არ წარმოდგენილა. 

"ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებში ჩანს, რომ ეს განცხადებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ ვისმენდით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომ ისინი ამ კანონპროექტის ალტერნატივას წარმოადგენდნენ, თუმცა პარლამენტში დღემდე არაფერია წარმოდგენილი. ამ კანონპროექტზე კონკრეტულმა ადამიანებმა ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი იმუშავეს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებთან მიმდინარეობდა კონსულტაციები. გუშინ პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართა აზიმ სადიკოვთან, შეჯერებული იყო ის შენიშვნები, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა ოთხი-ხუთი შენიშვნა, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ, ვიმუშავებთ და ყველასთვის მისაღები იქნება ეს კანონპროექტი. ამ საკითხს მშივიდად და ფაქიზად უნდა მოვეკიდოთ, ვინაიდან საქმე ბიზნეს სექტორს, საბანკო სექტორს ეხება და მნიშვნელოვანი სიმშვიდე", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics