|
2020-02-11 10:40:22, 861 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია იწყება
მთაწმინდის ქუჩა N4-ში, სულხან-საბას სახელობის სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება, - ამის შესახებ მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ ვიდეადიალოგის დროს მოქალაქე ირინა ანდრიაძის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. გამგებლის თქმით, ასევე, იგეგმება პარლამენტის უკან არსებული ოლივერ უორდროპის სკვერის სრული რეაბილიტაცია. „სულხან საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე იქნება უფასო ინტერნეტი, აღდგება შადრევნები და გაშენდება მწვანე ნარგავები. სამუშაოების დროს გამოყენებული იქნება მაღალი ხარისხის მასალა. შესაბამისად, იგი ისეთივე მაღალი ხარისხის და სტანდარტების იქნება, როგორიც არის ვილნიუსის სკვერი“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. სულხან-საბას სახელობის სკვერი ისტორიული ადგილმდებარეობისაა და 1 800 კვ.მ ფართობს მოიცავს. სკვერი რეკრეაციული სივრცეების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. იგი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდება. ტერიტორიაზე შენარჩუნდება მწვანე საფარი და ახალი ნარგავებითაც გაშენდება; მოეწყობა დეკორატიული შადრევანი. ასევე, განთავსდება საბავშვო ზონები, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის ატრაქციონები; სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა; მოეწყობა ადაპტირებული წყარო; დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს, მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და სამ თვეში დასრულდება. რაც შეეხება ოლივერ უორდროპის სკვერს, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)