04:27 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 18:54:43, 1250 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა - თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მზად ვარ მესამეჯერ წავიდე ციხეში

„თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე მზად ვარ მესამეჯერ წავიდე ციხეში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, უვიცმა გაბინაშვილმა და უდიპლომო თადუმაძემ ბიძინა ივანიშვილის ბრძანება შეასრულეს.

„როგორც ცნობილია ივანიშვილმა თადუმაძის ხელით პრაქტიკულად იგივე საქმეზე, რაც მაქვს მოხდილი. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ესაა პირადად ივანიშვილის გადაწყვტილება. ბიძინა ივანიშვილმა ეს სასჯელი უვიცი გაბინაშვილისა და უდიპლომო თადუმაძის ხელით მომისაჯა.

არავითარი დაჭერა, გინდა პოლიტიკური ლიდერების და ნებისმიერი ჩვენგანის, არ შეგვაცვლევინებს ჩვენ აზრს და არ ვაპირებთ ბინძურ ვაჭრობაში გოგოლის პერსონაჟთან შესვლას. თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე მზად ვარ მესამეჯერ წავიდე ციხეში. შეზღუდული სივრცე არის შესაძლბლობა და მეტი თავისუფალი დრო, შესაბამისად მე ამაზე არ ვწუხვარ.

მე არ ვაღიარებ არაფერს, არც ბრალს ვაღიარებ, მაგრამ ვიღებ სასჯელს. იმიტომ ვიღებ სასჯელს, რომ ივანიშვილის საქართველოში ციხე არის ის ადგილი სადაც ადამიანს შეუძლია იპოვნოს თავისუფლება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, დღეს „ევროპული საქართველოს" ლიდერს, გიგი უგულავას ე.წ „ფონდის" საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ 3 წლით პატიმრობის აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics