00:58 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 18:40:28, 1561 ნახვა

კომენტარი
ნათელაშვილი - ოპოზიცია წყვეტს მოლაპარაკებებს პირსისხლიან ივანიშვილთან და გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობაზე

„ვწყვეტთ ყველანაირ მოლაპარაკებებს, რაუნდებს  პორსისხლიან ივანიშვილთან და გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობაზე“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილს რეჟიმს უახლოვდება ხალხის მრისხანება და პოლიტიკიდან სამუდამო გასტუმრება.

„პირსისხლიანმა დიქტატორმა გადალახა წითელი ხაზები, მესამედ დააპატიმრა ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერი და ის ემზადება ახლა, რეჟიმის ციხეში წასავლელად. ეს არის მთელს საზოგადოებაზე დაფურთხება.

ამას არ აკეთებდნენ ყველაზე დუჟმორეული და სისხლიანი დიქტატორები აცობრიობის ისტორიაში. ჩვენ, ოპოზიციას, რომელიც აქ ვიკრიბებით, რომელიც ვართ საქართველოს ოპოზიციას, არ დაგვრჩა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები რაუნდები და კონსულტაციები პირსისხლიან ივანიშვილის რეჟიმთან, გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის მომზადებაზე, ივანიშვილს ელოდება სახალხო სამსჯავრო.

ვიწყებთ კონსულტაციებს და მზადებას დიდი სახალო ქუჩის ტალღის აგორებისათვის მთელ საქართველოში, ემზადოს რეჟიმი იმისათვის, რომ მას უახლოვდება ხალხის მრისხანება და სამართალი და პოლიტიკიდან სამუდამო გასტუმრება“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics