|
2020-02-10 17:59:21, 1333 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან რუდოლფ მიხალკასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრს წარუდგინა ეუთო-ს ალბანეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები 2020 წლის მანძილზე. თავის მხრივ ქართულმა მხარემ გამოხატა მზაობა, აქტიურად ითანამშრომლოს თავმჯდომარეობასთან პრიორიტეტების განხორციელების კუთხით. ამასთან, მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუდოლფ მიხალკას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო ძალის ქმედებებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას, მის დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და ეუთო-ს როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში. „ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან საუბრის ძირითადი თემა გახლდათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გამშვები პუნქტების დაკეტვაზე, რაც მიუღებელია. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი შეფასება იყო, მოვთხოვეთ თანათავმჯდომარეებს მიიღონ ზომები იმისთვის, რომ ის ფუნდამენტური უფლება, რაც ქართული მოსახლეობის მიმართ იზღუდება, იყოს დაუყოვნებლივ აღდგენილი რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ გვექნება მსჯელობა ჟენევის თანათვმჯდომარეებთან, რომლებთანაც უახლოეს დღეებში იქნება შეხვედრა და ბუნებრივია, ჟენევის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება თავისუფალი გადაადგილება. აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ იყოს მიღებული ზომები, თანათავმჯდომარეების მხრიდან, ყველა ძირითადი აქტორის მხრიდან, ვინც ჩართულია ამ პროცესში და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის წინადადებებზე", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)