05:53 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 15:40:57, 342 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: რუსეთის წინააღმდეგ 19 ივნისს განხანგრძლივებულ სანქციებს საქართველო თავიდანვე შეერთებული იყო

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის საბჭოს სანქციებს, რომელიც 19 ივნისს ერთი წლით გახანგრძლივდა, საქართველო თავიდანვე შეერთებული იყო.

ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თემის კომენტირებისას განუცხადა.

რაც შეეხება „იტარტასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას მხარი ევროპის შვიდმა ქვეყანამ დაუჭირა, საქართველო კი, სანქციებს პოლიტიკურ ნაწილში შეუერთდა, ხოლო ეკონომიკურში მხარი არ დაუჭირა, ბაქრაძე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

თუმცა ამავე დროს, სახელმწიფო მინისტრი ვერ აკონკრეტებს რომელ სანქციებს შეუერთდა საქარტველო და რომელს არა.

 „ეს ინფორმაცია, რაც გავრცელდა, დაკავშირებული იმ სანქციის გაგრძელებასთან, რომელიც კიდევ ერთი წლით მოხდა. ამ სანქციებს ჩვენ თავის დროზეც ვიყავით მიერთებული, ქვეყნებთან ერთად. შესაბამისად, უბრალოდ მოხდა ამ სანქციის გადავადება დაახლოებით თვენახევრის წინ, ევროკავშირის საბჭოს მიერ. ჩვენ ევროკავშირის საბჭოს იმ სანქციებს, რომელიც ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებთ იყო მიღებული, და რომელიც იქნა გახანგრძლივებული ერთი წლით, ვართ მიერთებული და ეს არის მთავარი. ძალიან ბევრი, სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სანქციები და ზომები იქნა მიღებული, რომელთა ნაწილზეც ჩვენ, ჩვენს პოლიტიკურ-ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ვართ მიერთებული, არ ვართ მიერთებული. ეს არის ის ნაწილი, რომელზეც ჩვენ შეერთებული ვიყავით პირველივე დღიდან და ეს გაგრძელდა კიდევ ერთი წლით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics