16:26 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 11:45:07, 1657 ნახვა

რეგიონი
შუახევში გამოიდარა

შუახევში გამოიდარა. ღამით 14 გრადუსამდე ყინვა დაფიქსირდა. გზები მოყინულია. მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრომდე თოვლია. შუა ზონაში 50-60 სმ, ხოლო დაბაში 20 სანტიმეტრამდე.

თოვლის საფარისგან გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზები და ნაწილობრივ სოფლების გზები. დილიდან განახლდა გაწმენდითი სამუშაოები. მუშაობს აჭარის საავტომობილო დეპარტამენტის 20- მდე ერთეული ტექნიკა.

იწმინდება:-ხიჭაური ნაღვარევის, ინწკირვეთის, ბრილის, ჭვანა- გომარდული- წყაროთის, ვანის, ფურტიოს,პაპოშვილები - გორის, წაბლანის, კვიახიძეების, შუბანი- დარჩიძეების, შუბანი - ვაკის, დღვანის, ქიძინიძეების,ნენიის, ჩანჩხალოს, ჯაბნიძეების მიმართულებით.

ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიეწოდება სრულად. მეწყერული პროცესები არ ფიქსირდება. ოპერატიულად განიხილება წამოჭრილი საკითხები.

მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მოქმედებს ცხელი ხაზი 08 000 000 08.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics