01:00 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 19:23:49, 2303 ნახვა

კომენტარი
გიორგი თარგამაძე ჰომოფობიური განცხადებების გამო ბოდიშს იხდის

ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორის მოადგილე გიორგი თარგამაძე, გადაცემაში  -  „მძიმე კაცთან“  გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებების გამო, ბოდიშს იხდის.

სოციალურ ქსელში „მძიმე კაცის“ წამყვანმა, გივი ავალიანმა თარგამაძეს 2013 წელს გაკეთებული განცხადება შეახსენა, სადაც ის ამბობს: "მე ვისურვებდი, ჩემი შვილები არ მეტარებინა ისეთ სასწავლებელში, სადაც ღიად გეი იქნება პედაგოგი“ და ჰკითხა, დღესაც იმავე აზრზეა თუ არა.

საპასუხოდ თარგამაძემ აღნიშნა, რომ ამ მოსაზრებას აღარ იზიარებს და თვლის, რომ ლგბტ წარმომადგენლებისთვის, საჯარო სივრცეში აქტიურობის რეგლამენტაციის დაწესების უფლება არავის აქვს.

„ბატონო გივი, სრულიად მესმის და ვიზიარებ თქვენს ლეგიტიმურ სურვილს იცოდეთ პასუხი დასმულ კითვაზე. გპასუხობთ: არა, არ ვიზიარებ. ვთვლი, რომ სექსუალური ორიენტაციის მიხედვით ადამიანის ღირსებაზე მსჯელობა არასწორია და მიუღებელი. აქვე ბოდიშს ვუხდი იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებთან მიმართებაშიც ჩემი რამდენიმე ძველი გამონათქვამი იყო გამოყენებული. მათ შორის ვთვლი, რომ ჩემი ან სხვა ადამიანის რელიგიური შეხედულებები არ გვაძლევს უფლებას საჯარო სივრცეში მათ აქტიურობას და მითუმეტეს არსებობას რაიმე რეგლამენტაცია დავუწესოთ. ამ მხრივ ჩვენი კონსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩო მკაფიო გარანტიებს ქმნის, რომლის სულისკვეთებაც არის და იქნება ჩემი ახლანდელი და შემდგომი საქმიანობის საყრდენი და სახელმძღვანელო პრინციპები“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics