2020-02-07 15:36:23, 1504 ნახვა
საზოგადოება
აქცია გენერალურ პროკურატურასთან - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შოთაძის გენპროკურორობის კანდიდატად შერჩევას აპროტესტებს
გენერალურ პროკურატურასთან არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევას აპროტესტებენ.
მათ ადგილზე ჰქონდათ მიტანილი ბანერი, წარწერით - „შოთაძის დაბრუნება დანაშაულია“.
შეგახსენებთ, დღეს საპროკურორო საბჭოს 11 წევრმა დაუჭირა მხარი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის პოზიციაზე. ირაკლი შოთაძის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება და სწორედ საკანონმდებლო ორგანოში ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე გახდება ცნობილი, დაინიშნება თუ არა ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად
ავტორი: ექსპრესნიუსი,