09:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 13:29:43, 996 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, პეტრიაშვილის ქ. N7-ის და ათონელის ქ. N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ხორციელდება. მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია არსებულ მოედნებს ახლით შეცვლის.

პროექტის ფარგლებში, 800 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ლითონის მავთულბადეები, დაიგება ბალახის ხელოვნური საფარი, განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი და დამონტაჟდება LED განათება.

მიმდინარე სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას  ხელი შევუწყოთ. მსგავსი სივრცეების მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, სპორტული მოედნის გარეშე არცერთი უბანი დავტოვოთ. გასულ წელს მთაწმინდის რაიონში არაერთი მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო. რა თქმა უნდა, მიმდინარე წლის განმავლობაშიც, მსგავს პროექტებს ეტაპობრივად განვახორციელებთ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მთაწმინდის რაიონში პარალელურად, ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics