2020-02-07 13:13:30, 850 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 18 საინსპექციო კონტროლი განახორციელა
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის იანვრის თვეში, ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 18 საინსპექციო კონტროლი განახორციელა და ინსპექტირებისას აღებული 55 საექსპორტო ნიმუში გადაგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიებში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული გამოცდით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ნიმუში არ შეესაბამებოდა სერტიფიცირებისთვის წარმოდგენილ ნიმუშს, რის გამოც კომპანიას უარი ეთქვა სერტიფიკატის მიღებაზე.
ამავე პერიოდის მონაცემებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 19 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 637 ნიმუში, მათგან 32 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი 605 დადებითად.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),