|
2020-02-07 10:44:22, 2462 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ნერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის უმნიშვნელოვანესი ეტაპია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა „ენერგეტიკული ბაზრების ვაჭრობისა და რისკების მართვის“ სასწავლო კურსის მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კურსი USAID - ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ენერგეტიკული პროგრამის ორგანიზებით გაიმართა. მისი მონაწილეები ენერგიით ვაჭრობის პროცედურებსა და ტექნოლოგიებს, ასევე ენერგიით ვაჭრობის მოდელირების სხვადასხვა მოსალოდნელ შედეგებს გაეცნენ. სერტიფიკატების გადაცემაში ასევე მონაწილეობა მიიღეს USAID - საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ. „ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება იმ კომპლექსური ენერგეტიკული რეფორმის ნაწილია, რომლის მთავარ მიზნებსაც ქვეყანაში ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ასევე მომხმარებლისთვის ენერგორესურსების უსაფრთხო მიწოდება, ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგენს. უშუალოდ ბირჟის დაფუძნება, რომლის საქმიანობა მალე აქტიურ ფაზაში გადავა, ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმის უმნიშვნელოვანესი ეტაპია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და რეფორმის სხვა დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დამფუძნებლები არიან სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” და სს “სისტემის კომერციული ოპერატორი, 50-50 პროცენტიანი თანამონაწილეობით. მისი დაფუძნება მოხდა ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში. ენერგეტიკული ბირჟის მთავარი ფუნქციაა: დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერირება; ორმხრივი ხელშეკრულებების რეგისტრაცია, ორმხრივი ხელშეკრულებების (OTC) ბაზრის ფორმირება, ოპერირება, ეტაპობრივ განვითარება და ორმხრივი ხელშეკრულებების (OTC) პლატფორმის ადმინისტრირება; ელექტროენერგეტიკული ბაზრის სხვადასხვა კომპონენტების (დღით ადრე, დღიური, საბალანსო ბაზრები და საბითუმო საჯარო მომსახურების სფერო) ფინანსური ანგარიშსწორების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება და ოპერირება; აგრეთვე ბაზრის მონაწილეების რეესტრის წარმოება. უწყების ცნობითვე, ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მარეგულირებელი კომისიისთვის წარდგენა დასამტკიცებლად. ენერგეტიკულ ბირჟას კონსულტაციას უწევს და პროგრამულად უზრუნველყოფს ნორვეგიული საკონსულტაციო კომპანია “ნორდ პულ კონსალტინგი”.
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: კობახიძეს რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
ქუთაისში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა, ორი პირი დააკავეს
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)