|
2020-02-06 22:59:24, 11421 ნახვა
Lifestyle
პიტ ბუტიჯეჯი - ღია გეი, ქრისტიანული ფასეულობების დამცველი - ვინ არის აშშ-ს პრეზიდენტობის ლიდერი კანდიდატი
აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი "დემოკრატიული პარტიიდან" პიტ ბუტიჯეჯი ემიგრანტის შვილი, ავღანეთის ომის ვეტერანი, პოლიგლოტი და ცუკერბერგის კურსელია. ის არის ადამიანი, რომელიც ქორწინებაში იმყოფება საყვარელ მამაკაცთან და ამასთან ქრისტიანულ ფასეულობებს იცავს. პიტ ბუტიჯეჯი, შტატ ინდიანას ქალაქ საუტ-ბენდის მერი 2012 წელს გახდა, მანამდე სამხედრო დაზვერვაში მსახურობდა. მალტელი ემიგრანტის შვილი ჰარვარდის კოლეჯში ზუსტად იმ დროს სწავლობდა, როცა ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი. ბუტიჯეჯს მიღებული აქვს როდსის პრესტიჟული სტიპენდია ოქსფორდის უნივერსიტეტში, მან 7 თვე გაატარა ავღანეთში აშშ-ის საზღვაო ძალების სარეზერვო შემადგენლობაში, როგორც ანალიტიკოსმა და დაზვერვის სამსახურის მძღოლმა. ის ასევე მუშაობდა კონსულტანტად McKinsey & Company-ში. როგორც ამბობენ ბუტიჯეჯი 7 ენაზე ლაპარაკობს, ზოგიერთ მათგანს, მაგალითად ესპანურს და ნორვეგიულს თავისუფლად ფლობს. ლიდერობენ ინდიანას შტატის ქალაქ საუს ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტიჯეჯი ხმათა 26.9%-ით. მას მოსდევს ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი 25.1%-ით. მესამე ადგილზეა მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი 18.3%-ით, ხოლო ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 15.6%-ით ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს. მეხუთე ადგილზე გავიდა მინესოტას სენატორი ემი კლობიშარი 12.6%-ით, მეექვსე ადგილზე გასულ ენდრიუ იენგს კი მხოლოდ 1.1% აქვს. 1%-ზე ნაკლები მაჩვენებელი აქვთ დემოკრატიული პარტიის დარჩენილ 4 კანდიდატს. აიოვას პრაიმერისში არ მონაწილეობდა პარტიის კიდევ ერთი კანდიდატი, ნიუ იორკის ყოფილი მერი მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)