16:24 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 18:09:19, 1863 ნახვა

რეგიონი
მაღალმთიან სოფლებში ეფექტიანი ენერგოუზრუნველყოფის სისტემის შემუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს მაღალმთიან სოფლებში ეფექტიანი ენერგოუზრუნველყოფის სისტემის შემუშავების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

შეხვედრას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - ილია ბეგიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე -  დავით თვალაბეიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ეკატერინე დგებუაძე და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი - მიხეილ შალამბერიძე ესწრებოდნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ალტერნატიული სათბობი საშუალებების მოძიების მიზანი, ქვეყანაში ტყის მასივებზე ზეწოლის შემცირებაა, რაც ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის დღის წესრიგს წარმოადგენს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანას ბიომასის გადამუშავების შედეგად მიღებული ალტერნატიული სათბობი რესურსის -  ბრიკეტების წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია, რაც მნიშვნელოვანია ნარჩენების ეფექტიანი მართვის თვალსაზრისითაც.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისთვის ბრიკეტებზე ხელმისაწვდომობა,  საქმიანი ეზოების საშუალებით, უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე - იური ნოზაძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი - არჩილ ნიკოლეიშვილი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics