08:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 14:16:29, 944 ნახვა

საზოგადოება
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების მექანიზმი შეიცვალა

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების მექანიზმი შეიცვალა და სრულად ინტეგრირდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ეს ცვლილება გაამარტივებს პროგრამის ადმინისტრირებას, როგორც მენეჯმენტის კუთხით, ასევე მედიკამენტების მარაგების მართვის კუთხით და შესაბამისად, პაციენტისთვისაც მეტად ხელმისაწვდომი გახდება.

ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს: სოციალურად დაუცველებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), ასაკით პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, ვეტერანებს და ასევე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, მედიკამენტების მიღება სრულიად უფასოდ შეეძლებათ.

ასევე, პროგრამაში გათვალისწინებულია 5 წლამდე ასაკის ბენეფიციარებისთვის, მათ შორის 5 წლამდე შშმ ბავშვებისათვის ანტიბაქტერიული მედიკამენტების დაფინანსებაც, რომელთა ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება არსებული წესით (წლიური ლიმიტის 50 ლარის ფარგლებში, 50 პროცენტის თანაგადახდით, ხოლო 0-5 წწ ასაკის შშმ ბავშვებისათვის ანაზღაურდება - წლიური ლიმიტის 100 ლარის ფარგლებში, 50%-ის თანაგადახდით მოსარგებლის მხრიდან).

პროგრამის იმპლემენტაცია დღეიდან  2 კვირის ვადაში განხორციელდება, დამტკიცდება მედიკამენტების ნუსხა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბაზრის კვლევის საფუძველზე დადგინდება ფასები, დაწესდება წლიური ლიმიტი დაავადებების ჯგუფების მიხედვით, შესაბამისად, პაციენტი მიიღებს მედიკამენტს სერვისის მიმწოდებელ აფთიაქებში, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტო დადგენილი ტარიფისა და შესაბამისი ლიმიტის საფუძველზე მედიკამენტის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული პირობაა მედიკამენეტების ხარისხი, სწორედ ამ მიზნით, შენარჩუნდება 2019 წელს ფარმაცევტული პროდუქტისთვის განსაზღვრული მოთხოვნები, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატის არსებობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics