02:03 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 14:03:07, 1503 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა ვაშინგტონის მდივნის თანაშემწეს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ფილიპ რიკერს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, მაღალი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით და ასევე სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ჯგუფების მუშაობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფილიპ რიკერს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და ბოლო განვითარებებზე, მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ასევე ადგილზე  უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფასა და  კონფლიქტის მშვიდობიანი დარგეულირების პროცესში ჩართულობისთვის.

მხარეებმა შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და სამომავლო დღის წესრიგი. მინისტრმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics