22:30 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 13:25:28, 1386 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავას ადვოკატმა სასამართლოს შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობით მიმართა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობას აყენებს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, თადუმაძე ვერ იქნება ობიექტური მსაჯული, იქიდან გამომდინარე, რომ ის უგულავას ფონდის საქმეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფნისას ზედამხედველობას უწევდა.

 „შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორობის დროს ზედამხედველობას უწევდა საქმეს, რომელსაც დღეს იხილავს, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. გიგი უგულავას წინააღმდეგ ფონდის საქმის მიმდინარეობისას სააპელაციო სასამართლოში და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების პროცესში შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. ნებისმიერი ობიექტური ტესტით და ნებისმიერი ობიექტური ადამიანისთვის ის ვერ იქნება მოიუკერძოებლი მსაჯული. ამ ეჭვს ჩვენ ის გარემოება გვიმყარებს, რომ სხვა მოსამართლეებთან ერთად, ახლად დანიშნულ მერაბ გაბინაშვილთან ერთად ზეპირი მოსმენის გარეშე ჩანიშნა საქმე, რომლის ანალოგიურ საქმეზეც წელიწად ნახევრის წინ უზენაესი სასამართლომ წარმოებაში მიღებაზე განაცხადა უარი. აქედან გამომდინარე შალვა თადუმაძე უნდა იქნეს აუცილებლად აცილებული. ვიცით რომ თადუმაძე ყალბი დიპლომის საშუალებით ახორციელებდა გენერალური პროკურორის უფლებასმოსილებას, თუმცა მაინც გაგვიკვირდა, რომ თვითონ არ აიცილია უგულავას საქმე“, - განაცხადა ბექა ბასილაია.

შეგახსენებთ, „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე 2018 წლის თებერვალში დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics