17:45 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 14:05:04, 798 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ბრილში სოციალური აქცია გამართა

შუახევის მერიის მხარდაჭერითა და ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით მუნიციპალიტეტში სოციალური აქციები გრძელდება.

მორიგი საქველმოქმედი აქცია შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ თანამშრომლებთან ერთად სოფელ ბრილში გამართა.

მათ ხანძრის შდეგად დაზარალებული ტარიელ ბერიძის ოჯახი მოინახულეს და პირველადი მოხმარების ნივთები და სურსათი მიუტანეს.

სოციალურად დაუცველი ოჯახი 8 წევრისაგან შედგება, მათ შორის სამი მცირეწლოვანია. ოჯახის უხუცესი წევრი ტარიელ ბერიძის დედა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. 85 წლის ქალბატონს მერიამ საჩუქრად ეტლი გადასცა.

ბერიძეებს, როგორც ხანძრით დაზარალებულ ოჯახს, პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი ფინანსური დახმარება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდანაც გაეწევა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა საკრებულოს წევრი ფატი ჭაღალიძეც.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics