2020-02-04 10:01:36, 1408 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ოფიციალურად დღეს გაიხსნება.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
საგზაფხულო სესიის ფარგლებში, დეპუტატებს საკადრო გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ, რომელთა შორისაა გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა.
საკანონმდებლო ორგანომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში საქმიანობა ოფიციალურად გასული წლის 20 დეკემბერს დაასრულა.
საშემოდგომო სესიები ბოლო თვეების განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში მიმდინარეობდა. ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც საკანონმდებლო ორგანომ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. სესიები საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,