|
2015-07-29 17:13:33, 1105 ნახვა
სამხედრო
ანა დოლიძე ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ჯარში სუიციდის პრევენციის საკითხზე კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს. უწყების ცნობით, სწორედ ამ საკითხზე გამახვილდა ყურადღება თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძისა და აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი სიხარულიძის შეხვედრაზე. ანა დოლიძეს გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და გეგმებზეც ესაუბრნენ. სამომავლო გეგმები ისეთ თემებს მოიცავს, როგორებიცაა: სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური დახმარება, ახალი ფსიქოთერაპიული მეთოდების დანერგვა, ფსიქოლოგიური შერჩევის სისტემის შემდგომი განვითარება, ფსიქოლოგიური სერვისების რეგიონული განვითარება, ფსიქოგანათლება თავდაცვის უწყებაში, არასამთავრობო სექტორთან და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობა და სამეცნიერო კვლევების წარმოება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)