05:41 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 17:09:29, 547 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ციკოლია აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იქნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს და აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობას დაიკავებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ყოფილი დირექტორის სამუშაო გამოცდილება ეკონომიკური საკითხების მიმართულებით სხვადასხვა საქმიანობას აერთიანებს.

2014 წლის 5 აპრილიდან დღემდე ციკოლია ხელმძღვანელობდა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, წლების განმავლობაში მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის კუთხით, იკავებდა დირექტორის პირველი მოადგილის პოზიციას საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში და მოღვაწეობდა კერძო ორგანიზაციების წამყვან თანამდებობებზე, როგორც საქართველოში, ასევე კანადაში. გიორგი ციკოლიას განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, კერძოდ, ფლობს ბრიტანული კოლუმბიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (British Columbia Institute of Technology) ბიზნეს ადმინისტრირების დიპლომს (ვანკუვერი, კანადა) და აქვს მოსკოვის სახელმწიფო ღია უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics