17:01 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 14:22:08, 2007 ნახვა

კომენტარი
საქართველოს ელჩი ჩინეთში - უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუირების საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს

„აქტიურად ვმუშაობთ, რომ უახლოეს პერიოდში ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მოხდეს“, -  ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთში, ვიეტნამსა და მონღოლეთში, არჩილ კალანდიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ ჩინეთის ტერიტორია უკვე დატოვა.

„უხანში ამჟამად იმყოფება საქართველოს 5 მოქალაქე. ვმუშაობთ აქტიურად, რომ უახლოეს პერიოდში ქალაქ უხანიდან ამ მოქალაქეების ევაკუაცია მოხდეს. გვაქვს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, და ვცდილობთ, რომ დროულად მივიყვანოთ ეს მოლაპარაკებები ბოლომდე.

ვადგენთ და მიდის ყველა დეტალზე მუშაობა, თუ რა მექანიზმებით და როგორ მოხდება მათი ევაკუაცია. ევაკუირებული მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იქნებიან. ბოლო დღეებში, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ დატოვა უკვე ჩინეთის ტერიტორია, ნაწილი რჩება. საბედნიეროდ, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია“, - განაცხადა არჩილ კალანდიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics