00:46 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 13:34:43, 2911 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭო „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დანერგოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობით და მხარდაჭერით ისარგებლებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობით და მხარდაჭერით ისარგებლებს.

ამის შესახებ რეზოლუციაშია აღნიშნინული, რომელიც ევროსაბჭომ დღეს მიიღო.

„საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა უზრუნველყოფს 2020 წლის არჩევნებამდე ისეთი საარჩევნო სისტემის დანერგვა, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის ნდობით და მხარდაჭერით ისარგებლებს; სრულად უნდა შეასრულოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის პროცედურის შესახებ; დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და იმუშაოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული პოლარიზაციის გადასალახად“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონიტორინგის შედეგებია შეჯამებული. ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავას მონიტორინგის ქვეშ მყოფ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გამო, რაც „ძირს უთხრის ამ ქვეყნებში დემოკრატიულ კოსოლიდაციას და წინააღმდეგობაშია ამ სახელმწიფოების ვალდებულებებთან“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics