17:01 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 15:33:36, 1730 ნახვა

კომენტარი
გახარია სენატორების წერილზე: გუშინ ვთქვი, აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ და ბევრი წერილი იქნება-მეთქი, დღეს ეს დადასტურდა

„გუშინ ვთქვი, რომ როგორც ჩანს აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ და კიდევ ბევრი წერილი და ბევრი პოზიციის დაფიქსირება იქნება-მეთქი და დღეს ეს დადასტურდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სენატორების წერილებთან დაკავშრებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებას არასოდეს შეშინებია მწვავე შეკითხვების და ყოველთვის მზად იყო, მწვავე შეკითხვებზე შესაბამისი პასუხები გაეცა.

„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ არასოდეს შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და ყოველთვის მზად ვიყავით, ამ მწვავე შეკითხვებზე შესაბამისი პასუხები გაგვეცა. არ დავიწყებ გარჩევას. სხვადასხვა წერილები იყო სხვადასხვა აქცენტებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ როგორც იცით, გუშინ საქართველოში ჩამობრძანდა აშშ-ის ახალი ელჩი. უახლოეს პერიოდში პარლამენტის დელეგაცია გაემგზავრება ამერიკაში. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიქნებით უაღრესად აქტიურები, უაღრესად ეფექტურები და ამასთან ერთად ობიექტურები, ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რისგანაც ახლა ამ ჟრიამულს ვტეხავთ. რა თქმა უნდა ეს არის ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხები, მოგეხსენებათ, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ კონგრესმენების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი ამერიკელმა სენატორებმა  გაუგზავნეს, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, კერძოდ, საარჩევნო რეფორმის უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნისა და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი გზით ჩახშობის გამო, რაც მათი განმარტებით დემოკრატიული ინსტიტუტების უკუსვლაზე მიუთითებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics