|
2015-01-26 11:18:13, 2384 ნახვა
ეკონომიკა
ლიტვა და საქართველო ხვალ, ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებენ
ლიტვა და საქართველო ხვალ, ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შელშეკრულებას ხელს მოაწერენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ღარიბაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ლიტვისა და საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა ჩატარდება. „მინდა მივესალმო იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თითქმის გაორმაგდა ლიტველი ტურისტების რიცხვი საქართველოში. ამას ხელი შეუწყო მათ შორის პირდაპირმა რეისებმა ქუთაისსა და ვილნიუსს შორის, რომელიც გასული წლის მარტიდან დაიწყო. ჩვენ ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის იმ ნიშნულამდე აყვანა, რომელიც ჩვენი ქვეყნების პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს შეესაბამება და ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)