|
2020-01-28 15:45:36, 2328 ნახვა
სამართალი
უზენაესმა სასამართლომ გუგა ბარბაქაძის მიმართ განაჩენი ძალაში დატოვა, გიორგი ჯანაშიას კი, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
უზენაესმა სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას ბრალის აღიარებისა და თანამშრომლობის სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად გაუფორმდა, რომელიც ოთხი წლის ვადით პირობით და ოთხი წლის ვადით რეალურ სასჯელს გულისხმობს. სასჯელის ვადა ჯანაშიას დაკავების დღიდან აითვლება. რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის მიმართ უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა და მას 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა შეუფარდა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს, მსჯავრდებული პირები გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)