2020-01-28 12:14:26, 1866 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის გამო ვუჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო ჩინეთთან ფრენები აიკრძალება და ვუჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება.
მისი თქმით, დღეს, დღის მეორე ნახევარში შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება ამ მოქალაქეების ევაკუაცია.
„ფრენები აიკრძალება, ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგემება და დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩვენ გვექნება შეხვედრა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება ამ მოქალაქეების ევაკუაცია. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. ჩვენ ჩართული ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში. შესაბამისად, ვაკეთებთ ყველაფერს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,